მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთიდან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის პირობები ცნობილია - დადგენილება

ოქროს ვიზა

იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ, ჩინეთი დაემატა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა და 11 სექტემბრით თარიღდება. დადგენილება უკვე ძალაშია.


„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 30 დღის  ვადით  ყოფნის უფლება, მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის“, - ნათქვამია პრემიერის მიერ ხელმოწერილ დადგენილებაში.

საქართველო ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს

უვიზო რეჟიმი ჩინეთის მოქალაქეებისთვის - რამდენი ჩინელი ვიზიტორი სტუმრობდა საქართველოს?