მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკა ბრაზილიური ძროხის ხორცის იმპორტს კრძალავს

594d04b1dd91c
BM.GE
23.06.17 16:20
1911
ამერიკა უსაფრთხოების დაცვის მიზნით ბრაზილიური ძროხის ხორცის იმპორტს კრძალავს.

CNN Money-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა დააანონსა, რომ იკრძალება სამხრეთ ამერიკიდან გაუყინავი, ახალი ძროხის ხორცის იმპორტი. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შემოწმების შედეგად ხორცში გარკვეული დარღვევები აღმოჩნდა სანიტარული და ჰიგიენური მიმართულებებით.

როგორც მარეგულირებელი აცხადებს, აკრძალვა იქამდე გაგრძელდება, სანამ ბრაზილია შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგმას.

გამოცემა წერს, რომ ბრაზილია ამერიკისთვის ძროხის ხორცის მეხუთე ყველაზე მსხვილი იმპორტიორია კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და მექსიკის შემდეგ.  

"ჩვენი უმთავრესი მიზანი ამერიკელი მომხმარებლის დაცვაა",- აცხადებენ ამერიკის სასოფლო-სამეურნეო დეპარტამენტში.

უწყებაში აცხადებენ, რომ მათ ბრაზილიიდან შემოსული ხორცი შეამოწმეს და პროდუქციის 11%-ს უარი უთხრეს იმპორტზე აღმოჩენილი დარღვევების გამო.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა, ჩინეთმა, მექსიკამ, იაპონიამ და ჩილემ ბრაზილიური ხორცის იმპორტი მარტში აკრძალა. BBC-ის ინფორმაციით, ბრაზილიური კომპანიები წლების განმავლობაში გაფუჭებულ და დაბინძურებულ ხორცს მსოფლიოს მასშტაბით ყიდიდნენ.