მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BBC: ბრაზილიური კომპანიები წლების განმავლობაში გაფუჭებულ და დაბინძურებულ ხორცს მსოფლიოს მასშტაბით ყიდიდნენ

58cce8ae57e2d
BM.GE
18.03.17 12:00
4038
ბრაზილიის ხელისუფლებამ 33 სახელმწიფო მოხელეს ბრალი წაუყენა. ირკვევა, რომ ქვეყნის ხორცის უდიდესი მწარმოებლები წლების განმავლობაში გაფუჭებულ და დაბინძურებულ ძროხის და ფრინველის ხორცს ყიდიდნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნულის გამო ხორცის სამი საწარმო უკვე დახურულია, 21-ზე კი მკაცრი კონტროლი ხორციელდება. საუბარია კომპანია JBS-ზე, რომელიც მსოფლიოში ძროხის ხორცის უდიდესი მიმწოდებელია და BRF-ზე, რომელიც მსოფლიოში ფრინველის ხორცის უდიდესი მიმწოდებელია.

ხორცის უდიდესი ნაწილი, რომლებსაც კომპანიები აწარმოებდნენ, ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიყიდა.

2-წლიანი გამოძიების ფარგლებში ფედერალურმა პოლიციამ 194 ლოკაცია გამოიკვლია 1000 ოფიცერის დახმარებით. შედეგად, დაკავებულია რამდენიმე მენეჯერი, ასევე სურსათის უვნებლობის სპეციალისტები, რომლებიც საწარმოებს უვნებლობის სერთიფიკატს ანიჭებდნენ.

„ისინი იყენებდნენ მჟავას და სხვა ქიმიურ დანამატებს იმისთვის, რომ ხორცი შეენიღბათ. ზოგიერთ შემთხვევაში პროდუქტისთვის სახის შესანარჩუნებლად კარცენოგენებიც გამოიყენებოდა“,- განაცხადა პოლიციამ.

ბრაზილია მსოფლიოში წითელი ხორცის უდიდესი ექსპორტიორია. ქვეყანას ხორცი დაახლოებით 150 ქვეყანაში გააქვს.