12.ივნისი .2019 12:41

ხარაგაულში სტიქიის შედეგად მიღებულმა ზარალმა 2 მილიონ ლარს გადააჭარბა

225
უკან

ხარაგაულში 7 ივნისის სტიქიის შედეგად მიღებულმა ზარალმა 2 მილიონ ლარს გადააჭარბა. მუნიციპლაიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიიდან მეოთხე დღეს, მარელისსა და ლეღვანში მეწყერებისგან და შლამისგან გაწმენდილია, როგორც ცენტრალური, ასევე საუბნო გზები, ამასთან, მოწყობილია დროებითი ხიდები. მათი ინფორმაციით, ხარაგაულის მოსახლეობას კვირის ბოლოდან სასმელი წყალი, დროებით, გრაფიკით აღუდგება. რაც შეეხება წყლის დაზიანებული მილის აღდგენას, სამუშაოები ჰიდროგეოლოგიური დასკვნის შემდეგ დაიწყება.