12.ივნისი .2019 23:57

ვის რისთვის სჭირდება "ოქროს სია" - ბიზნესისა და ფინანსთა სამინისტროს არგუმენტები?

315
უკან

ოქროს სიის მონაწილე კომპანიებისთვის შეღავათების გაუქმების შემდეგ, ამ გადაწყვეტილების მიზეზების გარკვევას კერძო სექტორი ფინანსთა მინისტრთან წერილით აპირებს. წერილი 11 ბიზნესგაერთიანების სახელით დღეს გადასახადის გადამხდელთა კავშირმა დაარეგისტრირა. დღესვე, ამ თემაზე კითხვები პარლამენტში დაისვა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზ დასმულ საკითხებს შორის ერთ-ერთი მთავარი სწორედ ოქროს სია იყო.