11.ივლისი .2019 14:40

TI-ის კვლევა - “ საპარტნიორო ფონდს კანონით უნდა აეკრძალოს ოფშორული კომპანიების დაფინანსება”

245
უკან

14 დასრულებული და 5 მიმდინარე პროექტი. საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ, საპარტნიორო ფონდის პროექტების მიმოხილვა გამოაქვეყნა. „ფონდის” პორტფელში არსებული პროექტების ჯამური ღირებულება 2.5 მლრდ აშშ დოლარს აღემატება, საიდანაც „ფონდის” ინვესტიციების წილი 330 მლნ დოლარია. 2014-2017 წლებში „ფონდის” აქტივები 16%-ით გაიზარდა, კაპიტალი კი 13%-ით შემცირდა. 2017 წელი „ფონდმა” 482 მლნ ლარის ზარალით დაასრულა, 2014-2017 წლების ჯამური ზარალი კი 528 მლნ ლარი იყო. 2017 წლის ზარალით დასრულება „საქართველოს რკინიგზისა“ და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ აქტივების გაუფასურების ხარჯმა - 633 მლნ ლარმა განაპირობა.


სტუმარი: ბესო ნამჩავაძე - TI; ანალიტიკოსი