12.ივნისი.2019 12:44
საქმიანი დილა

ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოების შეჩერებაზე ქუთაისის მერიაში განმარტებას აკეთებენ

ქუთაისის ტაბიძის ქუჩაზე შეჩერებული ინფრასტურქტურული სამუშაოების შესახებ მერიაში განმარტებას აკეთებენ. "ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოებს ასრულებს შპს "ჯეო სერვისი", რომელსაც დაქირავებული ყავს კონტრაქტორი ფირმა. კონტრაქტორი ფირმა აღნიშნულ ქუჩაზე აწარმოებდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ამ ორ კომპანიას შორის წარმოიშვა გაურკვევლობა, თუმცა საკითხების გარკვევაში ჩართულია ქალაქის მერია და უახლოეს პერიოდში გადაწყდება პრობლემა. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს სამუშაოები. არსებობს მოსაზრებები, თითქოს და ქალაქის მერიამ არ გადაიხადა თანხა და ამიტომ შეჩერდა მუშაობა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს", - განაცხადა ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ბექა ყურაშვილმა.