15.აპრილი.2019 11:31
საქმიანი დილა

Standard&Poor’s-ის რეიტინგი

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ „Standard&Poor's" - მა (S&P) საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი კვლავ „BB -" - ის დონეზე დაადასტურა. სარეიტინგო კომპანიის რელიზში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის დაფიქსირების და საერთაშორისო პოზიციების გაუმჯობესების, მაგალითად ექსპორტისა და სავალუტო რეზერვების ზრდის შემთხვევაში, სარეიტინგო კომპანია მზადაა გაზარდოს საქართველოს სუვერენული რეიტინგი.

რელიზის თანახმად, პერსპექტივის გაუმჯობესება განპირობებულია მაღალი ეკონომიკური ზრდით, საგარეო შოკებისადმი მდგრადობით და ინსტიტუციური სიძლიერით. სარეიტინგო კომპანიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წლის განმავლობაში ქვეყანამ შეინარჩუნა ეკონომიკური მდგრადობა. წინა წლის მსგავსად 2018 წელსაც წმინდა ექსპორტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეკონომიკურ ზრდაში, რაც გამოწვეული იყო საგარეო მოთხოვნის სტაბილიზაციით. ასევე, ანგარიშში დადებითაა შეფასებული ექსპორტის ზრდა ევროკავშირის ქვეყნებში და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კუთხით მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციები. აღნიშნულია ისიც, რომ ექსპორტის პოზიტიური წვლილი ეკონომიკურ ზრდაში 2019 წელსაც შენარჩუნდება.

სტუმარი: მიხეილ კუკავა - PMC კვლევითი ცენტრი, მკვლევარი