16.მაისი.2019 12:00
საქმიანი დილა

შრომითი დავების გადაწყვეტა მედიაციით

შესაძლებლობა ქართულ ბიზნესს გაიცნოს დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებები. სასამართლო გადატვირთულობის ფონზე მედიაციის მნიშვნელობა განსაკუთრებით კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი თემაა. ამ თემას კი საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებითა და პრაქტიკული ისტორიების გაზიარებით, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის, საქართველოს ფოსტის და ევროპის ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გამართული შეხვედრა გამოეხმაურა. „შრომითი დავების გადაწყვეტის დიზაინი ქართული ბიზნესისთვის“ - ამ თემის გარშემო სასტუმრო ბილტმორში შეკრებილი მონაწილეები გუშინ ამერიკელ ექსპერტთან ერთად დავის გადაწყვეტის იმ დიზაინზე მსჯელობდნენ, რომელიც ქართულ რეალობას განსაკუთრებულად შეესაბამება.


ხორვატია, ინდოეთი, ბრაზილია, თურქეთი, ბულგარეთი და მალაიზია- პრაქტიკაში განხორციელებული სამუშაოების პორტფელში ჩაონათვალი შთამბეჭდავია, თუმცა ქართული რეალობისთვის შეხვედრის მონაწილეებმა ადგილობრივ პრობლემებსა და გამოწვევებზე მორგებული გადაწყვეტებით იმსჯელეს. ამ ყველაფერში ბიზნესს საორიენტაციოდ დახმარებას 2008 წელს კალიფორნიის შტატის წლის იურისტად აღიარებული ვიქტორ შახტერი უწევდა. FSRI-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ორგანიზაციის რომელიც აქტიურად ცდილობს ხელი შეუწყოს მედიაციის ცენტრების დაფუძნებას და მსოფლიოს მასშტაბით ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მართლმსაჯულების განვითარებას.


სტუმრები: ლევან ჩიკვაიძე - "საქართველოს ფოსტა", გენერალური დირექტორი;
ვიქტორ შახტერი - FSRI-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი;
გიორგი ცერცვაძე _ J&T Consulting-ის მმართველი პარტნიორი