მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეთავაზება ახალი ტურისტული ნაკადების მოსაზიდად

BM.GE
24.06.19 10:39
723
განვითარებულ პროცესებს ყველა ისე გამოეხმაურა როგორც შეძლო. ზოგ შემთხვევაში დუმილიც ალბათ მაქსიმუმი იყო ზოგიერთის შესაძლებლობისა. კომპანიებმა არაერთი კრეტიული იდეით საკუთარი მხარდაჭერა გამოხატეს. ექიმებმა აქციაზე დაშავებულებს უფასო მკურნალობა შესთავაზეს. ამუშავდა სრულიად დაუგეგმავი მარკეტინგული კამპანიაც Spend your summer in GEORGIA / გაატარე ზაფხული საქართველოში. ამ სახელწოდების „ფეისბუკ“ ჯგუფის საშუალებით, ქართველები უცხოელებს საკუთარ აგარაკებსა და სახლებში, რამდენიმე დღიან, უფასო დასვენებას სთავაზობენ, სანაცვლოდ კი მხოლოდ ორ რამეს ითხოვენ: სოციალურ ქსელში დაწერონ, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რაც მთავარია, მეგობრებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდონ. ადგილზე ზოგი საჭიროების მქონე სხვა ბიზნესებს თუ ცალკეულ ადამიანებს ეარბიენბიზე ბინების გაქირავებისათვის საჭირო ფოტო ალბომის შექმნას სთავაზობდა ზოგი გუგლში რეკლამის კონტენტის შექმნას და ა. შ.


სტუმრები: რეზი ტაბატაძე - Mercury Adver, აღმასრულებელი დირექტორი;
გიორგი ორბელაძე - Mercury Adver, გენერალური დირექტორი