მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შავი ზღვის ვაჭრობის და განვითარების ბანკმა" ბაზისბანკს საკრედიტო რესურსი გამოუყო

BM.GE
17.06.19 18:12
1577
„შავი ზღვის ვაჭრობის და განვითარების ბანკმა“ ბაზისბანკს 10 მილიონი დოლარის და 5 მილიონი ევროს ოდენობის საკრედიტო რესურსი გამოუყო. საკრედიტო ხაზი მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტების საქმიანობის ზრდასა და განვითარებას მოხმარდება. ბაზისბანკის გენერალური დირექტორის განცხადებით, „შავი ზღვის ვაჭრობის და განვითარების ბანკთან“ გრძელვადიანი პარტნიორობა ადასტურებს ბანკებს შორის ნდობის მაღალ ხარისხს. ბაზისბანკი „შავი ზღვის ვაჭრობის და განვითარების ბანკის“ პარტნიორია ასევე საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსებაში. 2012 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულება ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით ორჯერ გაიზარდა. დღეისთვის, ბანკის მიერ აღნიშნული ხაზის ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსება 100 მილიონ დოლარს აჭარბებს.