12.ივნისი.2019 23:59
საქმის კურსი

სერიალ 'ჩერნობილის“ გამოსვლის შემდეგ ჩერნობილში ტურისტების რიცხვი 35%-ით გაიზარდა

სერიალ „ჩერნობილის“ გამოსვლის შემდეგ კაცობრიობის ისტორიაში ატომური ენერგეტიკის სფეროში მომხდარი ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედიის ადგილი ტურისტულ ჰოტსპოტად გადაიქცა. Cnn-ის ინფორმაციით, უკრაინის  იზოლირებულ ზონაში ტურისტების ბუმია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა რეგიონში დაახლოებით, 35%-ით არის გაზრდილი.