29.ივლისი.2019 13:54
საქმიანები, Forbes-ის კვირა

#საქმიანები - "რუსპირული ღვინო შვეიცარიული სტანდარტით"

ლოზანას სიახლოვეს, შვეიცაარიის ფრანგულ ნაწილში, ვოს კანტონში მდებარე ჩარლი ჩაპლინის ქალაქი ვევე ზაფხულის კურორტებს შორის საუკეთესოთა ათეულში თავს მყარად იმკვიდრებს. ჩვენი ყურადღება კი მას არც გენიალური ჩაპლინის და არც ტურისტული მიმზიდველობით მიუპყრია, თუმცა არც უმაგისობაა.

ქალაქი 1797 წლიდან მოყოლებული 25 წელში ერთხელ მევენახეთა ფესტივალის მასპინძელი ხდება. ფეტ დე ვინეღუმ ( Fête des Vignerons ) საუკუნეში მხოლოდ 4 ჯერ ადგილობრივი მეღვინეები 3 კვირით დღესასწაულს აწყობენ და მთელი ქალაქი ერთ დიდ მასპინძლობაშია. სანახაობა სრულიად შთამბეჭდავი, მაგრმ ამ სანახაობაში ჩართულობა კიდევ უფრო მეტად. ოლიმპიადის სადარი გახსნის ცერემონია, რომელიც იქ ადგილზე გაიმართა სრულად ადგილობრივების ორგანიზებით ხდება. არანაირი სახელმწიფო, არანაირი სუფსიდირება და არანაირი დახმარებები.

ეს ზეიმია, რომელში მონაწილეობისთვისაც საგანგებო ფორმებსაც კი თავად იძენენ, ქირაობენ თუ იკერავენ. ამ სანახაობისთვის ათასობით ადამიანი ჩადის შვეიცარიის ერთ პატარა ქალაქში და წინასწარი გეგმის არ არსებობის შემთხვევაში რთულია იპოვო თუნდაც ერთი ცარიელი ოთახი სადაც გაჩერებას შეძლებთ. აღარაფერს ვამბობ მანქანების სადგომზე ისევ ადგილობრივების ორგანიზებით აწყობილ სცენაზე მიმდინარე წარმოდგენებზე დასწრების ბილეთების შეძენის ფაქტობრივად შეუძლებლობაზე. ამ დიდ ამბავში
#საქმიანები რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის დახმარებით და მათივე ტრიუმპალური ამბის მოსაყოლად მოხვდა.


გიორგი ალადაშვილი - "რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის" დამფუძნებელი -
#საქმიანები მანანა მანჯგალაძესთან ერთად