მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში კაცის საშუალო ხელფასი თვეში 1294 ლარია, ქალის - 876 ლარი

BM.GE
17.06.19 15:19
843
საქართველოში კაცის საშუალო ხელფასი თვეში 1294 ლარია, ქალის - 876 ლარი. საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში გაცემული საშუალო ხელფასის მოცულობა 1092.7 ლარი იყო. ეს 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 33.5 ლარით აღემატება. სტატისტიკის მიხედვით, კაცების მიერ მიღებული ხელფასების საშუალო მაჩვენებელი ქალების ხელფასებისგან განსხვავდება. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში კაცების მიერ მიღებული ხელფასების საშუალო მაჩვენებელი თვეში 1294 ლარია, ხოლო ქალების მიერ მიღებული ხელფასი ამაზე 418 ლარით ნაკლებია და 876 ლარს შეადგენს. ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოში კაცის ხელფასი ქალის ხელფასზე საშუალოდ 32%-ით მეტია.


გიორგი პაპავა - PMCG; კონსულტანტი