12.ივნისი .2019 12:26

"საქართველოს ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით Hilton-ი აშენდება

250
უკან

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში Hilton-ი აშენდება. როგორც BM.GE-ის საქართველოს ბანკში განუცხადეს, სასტუმრო 201 ნომრიანი იქნება და ის კოსტავას ქუჩაზე, სოფლის მეურნეობის ყოფილი სამინისტროს შენობაში განთავსდება. პროექტის მიხედვით მოხდება არსებული შენობის რესტავრაცია და თანამედროვე არქიტექტურით შექმნილი შენობის მიერთება. სასტუმროში განთავსდება რესტორანი. ხოლო ბოლო სართულზე SkyBar-ი. ამასთან, პროექტს საინვესტიციო კომპანია Granat-ი ახორციელებს და სასტუმროს მშენებლობისთვის 67 მილიონი აშშ. დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. პროექტის დასრულება კი 2020 წლის ბოლოს იგეგმება.