მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკი ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, 1 მლნ ლარს გამოყოფს

BM.GE
24.06.19 18:37
937
"საქართველოს ბანკი" ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, 1 მლნ ლარს გამოყოფს. როგორც bm.ge-ის ბანკიდან აცნობეს, "საქართველოს ბანკისთვის" ტურიზმი პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და სექტორის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სწორედ ახლა, კიდევ უფრო მეტად, შევუწყოთ ხელი ტურიზმის სექტორში არსებულ ბიზნესებს, როგორც დაფინანსების, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით. ამიტომ, გარდა იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც 2018 წელს დადებული გარიგებების შესაბამისად, გულისხმობს ბანკის მხრიდან ტურიზმის სექტორში 150 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას, ბანკი სექტორის განვითარებისთვის, ზაფხულის სეზონზე, დამატებით 1 000 000 ლარს გამოყოფს.” - ნათქვამია ბანკის განცხადებაში.