12.აგვისტო .2019 23:43

საპენსიო სისტემა - რატომ ტოვებენ დაგროვებით საპენსიო სქემას?

142
უკან

სახელმწიფო საპენსიო სისტემა 42 ათასამდე საჯარო მოხელემ დატოვა. კერძო სექტორიდან კი დაგროვებითი სისტემიდან 107 137 ადამიანი გავიდა. ჯამურად საპენსიო სისტემა 148 942 მონაწილემ დატოვა. ეს არიან ის ადამიანები, რომელთა ასაკიც 40 წელზე მეტია და რომლებიც ხელფასს ოფიციალური კონტრაქტების საფუძველზე იღებენ. საპენსიო სააგენტოს წერილიდან ირკვევა ისიც, რომ 215,331 მოქალაქეს სისტემის დატოვების უფლება გაუუქმდა, რადგანაც მათ სახელმწიფოს სისტემიდან გასვლის შესახებ დადგენილ ვადებში არ მიმართეს. ეს ინფრომაცია სააგენტოდან ევროპული საქართველოს წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გამოითხოვა. საპენსიო სისტემის დატოვების მიზეზებზე სააგენტოს დირექტორი დღეს ჟურნალისტებს ესაუბრა. გარდა ამისა, მან სააგენტოს მთავარი რიკის ოფიცერი წარმოადგინა.