არაერთი რეგულაციის ფონზე, სამშენებლო სექტორი წელს დაახლოებით 4%-ით გაიზრდება - ასეთი გათვლები აქვს გალთ&თაგარტს. ანალიტიკურმა ჯგუფმა საკუთარი შეფასებები და პროგნოზები დღეს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ ფორუმზე წარმოადგინა. ღონისძიების მონაწილეებმა სამშენებლო დარგის განვითარების ტემპებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.