12.სექტემბერი .2019 12:12

სამმხრივ დოკუმენტს ხელი ოფიციალურად მოეწერა

უკან

რთველი, ღვინო, შტატები და სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივა - ცხადია კვლავ კომპანია ბოლეროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულების ამბები უნდა მოგახსენოთ. პრინციპში ხელს ისედაც ვერავინ და ვერაფერი შეუშლიდათ თუმცა ახლა უკვე დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეთანხმება შეგდა , ფრანგულ კომპანია “ტესანდიე ეთ ფილსთან” და ამერიკული კომპანიების გაერთიანებასთან პარტნიორობის დოკუმენტს ხელი ოფიციალურად მოეწერა. ეს იმას ნიშნავს, რომ საბრენდე სპირტის მწარმოებელებისთვის საფრანგეთის ბაზარი იხსნება. წლის ბოლომდე კი კომპანია “ბოლერო” ისტორიაში პირველად ქართულ საბრენდე სპირტს ამერიკაში გადატვირთავს.