10.მაისი.2019 18:38
ანალიტიკა

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - საქართველოს ფოსტა

აქვს თუ არა „საქართველოს ფოსტას“ მონოპოლია საფოსტო და კურიერული მომსახურების სფეროში და არის თუ არა დისკრიმინაციული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში“ 2011 წელს შეტანილი ის ცვლილებები, რომელიც საბიუჯეტო ორგანიზაციებზე მომსახურების ექსკლუზიურ უფლებას საქართველოს ფოსტას ანიჭებს - ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წლის იანვარში საკონსტიტუციო სასამართლომ მსჯელობა დაიწყო.

საკონსტიტუციო სარჩელი ეკუთვნის შპს „სკს“-ს, რომელიც საფოსტო და საკურიერო მომსახურების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის „ტიენტის“ წარმომადგენლობაა საქართველოში. მოსარჩელე ამბობდა, რომ სადავო ნორმის მოქმედების გამო მათ შეუწყდათ კონტრაქტი იუსტიციის სამინისტროსთან, რის გამოც კომპანიამ 750 ათასი ლარი იზარალა. მისივე აზრით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, არღვევს თანასწორობის პრინციპს და წარმოადგენს დისკრიმინაციულ მიდგომას სხვა კომპანიების მიმართ.

რა დაადგინა საკონსტიტუციო სასამართლომ?

სტუმრები: ნინო მენთეშაშვილი - TNT; დირექტორი
ნათია კუტივაძე - იურისტი