15.აპრილი.2019 11:35
საქმიანი დილა

საგადასახადო ინიციატივა მაღალშემოსავლიან მოქალაქეებზე

ქონების გადასახადზე დაწესებული 40-ათას ლარიანი ზღვარი, შესაძლოა 60 ათას ლარამდე გაიზარდოს. ეს იმ შემთვევაში მოხდება, თუ დეპუტატები გიგი წერეთლის ინიციატივას გაითვალისწინებენ. მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით, ქონების გადასახადით ის ფიზიკური პირები იბეგრებიან, რომელთა მიერ წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები 40 000 ლარს აღემატება. წერეთელი პარლამენტს ამ ზღვარის 60 ათასს ლარამდე გაზრდას სთავაზობს და მიზეზად ინფლაციის მაღალ ტემპსა და ლარის გაუფასურებას ასახელებს.


სტუმარი: გიორგი წერეთელი - პარლამენტარი, "ევროპული საქართველო"