15.აპრილი.2019 23:35
საქმის კურსი

სადავო მიწები - თბილისის გენ. გეგმის დამტკიცების შემდეგ მიწის მესაკუთრეებს პრობლემები შეექმნათ

თბილისის გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ მიწის მფლობელების ნაწილს პრობლემები შეექმნა. საუბარია ისეთ ფაქტებზე, როდესაც მიწის მესაკუთრეებს გენერალური გეგმის დამტკიცებამდე დაგეგმილი ჰქონდათ მშენებლობა, თუმცა, ახალი გეგმის დამტკიცების შემდეგ ამის უფლება აღარ მიეცათ. ეს პრობლემა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის პირველი კვარტლის ანგარიშშიც მოხვდა.