10.მაისი.2019 23:26
ანალიტიკა

რომან კაკულია: "კომიტეტის დასახელებას ვცვლი"

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს, შესაძლოა, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი დაერქვას. „კომიტეტის დასახელებას ვცვლი. შესაძლოა, ამას ვინმემ ირონიით შეხედოს, მაგრამ ვცვლი სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიკა მინდა მთავარ სიტყვად ვაქციო” - ეს თქვა რომან კაკულიამ ამ კვირაში. კაკულია ასევე მიიჩნევს, რომ აუცილებელია მუდმივი მდივნის პოსტის შემოღება იმისთვის, რომ სახელმწიფო სტრატეგიულად მინისტრების ცვლილებაზე დამოკიდებული არ იქნება.

კიდევ ერთი კითხვა, რომელიც რომან კაკულიასთან მიმართებით აქტუალური იყო ამ კვირაში ასე ჟღერდა: რატომ აღარ მიიჩნევს ის, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას პარლმანეტში მისვლას მიზანშეწონილად?

სტუმარი: რომან კაკულია - პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე