11.ივლისი.2019 10:47
საქმიანი დილა

როგორ მოვიზიდოთ ტურისტები აღმოსავლეთიდან?

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები, რუსული ავიასანქციების ფონზე, მოკლევადიან პერიოდში, იმ ქვეყნებზე საუბრობენ, საიდანაც ტურისტების მოზიდვა ყველაზე პერსპექტიულია. მათ შორის სახელდება ირანი, არაბეთის ქვეყნები და ინდოეთი, რომლებიც მზად არიან დღესვე ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში, თუმცა მათ სავიზო რეჟმის თემა აფერხებთ და ეშინიათ დეპორტის. ამბობენ, რომ ისინი ერთხელ უკვე გააბრუნეს და არ აქვთ გარანტია რომ იგივე არ მოხდება. საზღვრიდან მასიური გაბრუნება კი, ამ ადამიანებისთვის დამცირების ტოლფასი აღმოჩნდა და ახლა უკვე რთულია მათი უკან შემოტრიალება.

სტუმარი: ია გედევანიშვილი - ტურისტული სააგენტო Check in Travel, დამფუძნებელი და დირექტორი