14.ივნისი .2019 18:31

რატომ შემცირდა FDI - ლევან ვეფხვაძე ანალიტიკაში

1059
უკან

საფინანსო, სამშენებლო, უძრავი ქონების, ტურიზმის, სამთომომპოვებელი მრეწველობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის სექტორში ინვესტიციების კლება; ხოლო ენერგეტიკისა და უძრავი ქონების სექტორებში შემომავალ ნაკადებზე მეტი გამავალი ნაკადები და შედეგად, ინვესტიციების ნეგატიური მაჩვენებელი - ეს არის სურათი, რომელიც 2019 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით გვქონდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სიაში პირველ ადგილზე აზერბაიჯანი ირლანდიამ ჩაანაცვლა, საიდანაც 2019 წლის პირველ კვარტალში 133 მილიონი დოლარი შემოვიდა. ეს თანხა ზუსტად დაემთხვა უმსხვილესი ინვესტორი კომპანიის გარიგების საფასურს.

კომპანია “სითი ლოფტი”, რომელიც "აჭარაბეთის" ერთ-ერთ მესაკუთრეს წარმოადგენდა. კომპანიის 51%-იანი წილი 2019 წლის დასაწყისში ირლანდიურმა კომპანია Flutter-მა (წარსულში Paddy Power) 115 მილიონ ევროდ ანუ 133 მილიონ დოლარად შეიძინა. შესაბამისად, რომ არა „აჭარაბეთის“ გაყიდვა, 2019 წლის I კვარტალში FDI 47%-ით ნაკლები იქნებოდა.


სტუმარი: ლევან ვეფხვაძე - BAG ;აღმასრულებელი დირექტორი