მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ნიშნავს მდგრადი ურბანული მობილობის გეგმა?

BM.GE
17.04.19 23:57
1072
ტრამვაი, თუ მეტრო - ტრანსპორტის რომელი სახეობა სჭირდება და გამოადგება თბილისს? ეს დისკუსია ისევ დღის წესრიგში ბრუნდება, რადგან დედაქალაქის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდება. როგორც კახა კალაძემ განმარტა, ურბანული მობილობის გეგმის ფარგლებში, დედაქალაქში სატრანსპორტო მიმართულებით სპეციალური კვლევა ჩატარდება და ამის შემდეგ გაირკვევა, ქალაქის რომელ რაიონებშია განსაკუთრებით საჭირო საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ეს ტრამვაი იქნება, თუ მიწისზედა მეტრო.