12.ივნისი.2019 12:25
საქმიანი დილა

"თიბისი" თანამშრომლების ბიზნესიდეებს ბიზნესად აქცევს

თიბისი თანამშრომლებისთვის უპრეცედენტო, ინოვაციური პროექტის - სტარტაპ-დეკრეტის განხორციელებას იწყებს. პროექტის ფარგლებში, თიბისის თანამშრომლები შეძლებენ საკუთარი ბიზნესიდეის რეალობად ქცევას. ამისათვის, „თიბისი“ მათ 6 თვიან დეკრეტულ შვებულებას სრულად აუნაზღაურებს და საშუალებას მისცემს, სტარტაპ-იდეა განავითარონ და რეალურ ბიზნესად აქციონ. გარდა ამისა, თიბისელები ავტომატურად ჩაერთვებიან პროგრამა სტარტაპერში და არაფინანსური და ფინანსური სერვისებით სარგებლობას განსაკურებული პირობებითა და შეღავათებით შეძლებენ. სტარტაპ-დეკრეტის ფარგლებში, თიბისელები საკუთარ ბიზნესიდეებს სპეციალურად პროექტისთვის შერჩეულ ჟიურის წევრებს წარუდგენენ, რის შემდეგაც ჟიური საუკეთესო იდეების ავტორებს გამოავლენს.