მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სიმეტრიას" შეჩერებული მშენებლობა - გაჭიანურებული სასამართლო 32 მლნ ინვესტიციას აფერხებს

BM.GE
22.04.19 13:36
852
გაჭიანურებული სასამართლო დავის გამო მათ ავლაბარში, ძველ თბილისში, 32 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიცია შეჩერებული აქვთ. ადგილზე ჯერ კიდევ 8 თვის წინ 125 ნომრიანი სასტუმრო უნდა გახსნილიყო, თუმცა საქმე სასამართლოში წავიდა და უკვე 2 წელია სხვადასხვა ინსტანციებს გადის. ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, როცა ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 35%-ით არის შემცირებული. მსგავსი შემთხვევები რომ ქვეყნის საინვესტიციო გარემოს აზარალებს, ამაზე არასამთავრობოებიც საუბრობენ.