12.ივნისი .2019 12:43

"ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოები ხელფასების გადაუხდელობის გამო, შეჩერებულია"

213
უკან

ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოები შეჩერებულია. მიზეზად ადგილზე დასაქმებულებისთვის ხელფასის გადაუხდელობა სახელდება. რეაბილიტაციის პროცესში ქუჩაში არსებულ პრობლემებსა და მუშებისთვის ხელფასის გადაუხდელობაზე ინფორმაციას სოციალური ქსელში მომხმარებელი ანი ჭეიშვილი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, მიტოვებული სამუშაოების გამო ადგილობრივები გაუსაძლის პირობებში არიან. ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოებს შპს "ჯეო სერვისი" ახორციელებს. მან მერიის მიერ გამოცხადებულ 1 163 364 ლარიან ტენდერში 1 077 306 ლარად გაიმარჯვა. სამუშაოები მარტში დაიწყო და სამ თვეში უნდა დასრულებულიყო. "ჯეო სერვისი" თბილისში რეგისტრირებული კომპანიაა. ტენდერებში მითითებული ნომერი გამორთულია და ამ ეტაპზე კომპანიასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.