08.ივლისი .2019 13:46

ქართული ვისკი ალექსეევკადან - Alexander Distillery - #აწარმოესაქართველოში

177
უკან

"ვისკის გამოხდა მეცნიერებაა, ხოლო კუპაჟირება ხელოვნება", ამ ხელოვნებას მე-19 საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი, ქართულ ქვევრს კი ბევრად დიდი ისტორია აქვს. კაცობრიობის ეს ორი გამოგონება ფიზიკოსმა ალექსანდრე კვერნაძემ ერთმანეთს დააკავშირა და ასე შეიქმნა პირვველი ქართული უნიკალური ვისკის ბრენდი "ალექსანდრე" ალექსეევკიდან. რამდენიმე თვის შემდეგ ბატონი ალექსანდრე გარდაიცვალა, ამ მნიშვნელოვან საქმეს კი მისი მეუღლე, ნია ნაცვლიშვილი აგრძელებს. გარდა ვისკისა, ბრენდი აწარმოებს ღვინოს, ჭაჭას, შარბათს.