08.ივლისი.2019 13:47
Forbes-ის კვირა

ქართული ეკონომიკის გამოწვევები და საფრთხეები

სარეიტინგო სააგენტო Fitch რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებული შეზღუდვების შეფასებისას აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ საქართველოსთვის ფრენების აკრძალვა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპზე გავლენას იქონიებს და გარე ფაქტორებზე ქვეყნის ეკონომიკის დამოკიდებულების შემცირებას ხელს შეუშლის. "ბოლო წლებში, ტურიზმი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია, რომელიც ქვეყნის მშპ-ს 7.5%-ს აგენერირებს (2018 წელი). ასევე, ტურიზმზე მოდის სერვისების ექსპორტის 70%. რუსეთიდან ტურისტული შემოსავლების კლება კი ამ ტემპზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს“, - წერს სააგენტო და აღნიშნავს, რომ გასულ წელს საქართველოში რუსი ტურისტების წილი 20%-ს აღემატებოდა.რაც შეეხება ფრენების აკრძალვას, Fitch აღნიშნავს, რომ მისი საბოლოო გავლენა დამოკიდებულია აკრძალვის ხანგრძლივობაზე. აქვე Fitch მიუთითებს, რომ რუსეთის წილი ქვეყნის FDI-ში მინიმალურია და ის 5%-ის ფარგლებშია. სარეიტინგო სააგენტო მიიჩნევს, რომ რუსული აკრძალვების ფონზე, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4.6%-მდე იქნება, 2020 წლისთვის კი Fitch-ის პროგნოზი 4.7%-ია.Fitch Raitings-ი ვარაუდობს, რომ 2019 წელს საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი მშპ-სთან მიმართებაში 109.6% იქნება. რას ფიქრობენ წამყვანი საერთაშორისო საფინანსო სააგენტოები, და რა უნდა ვიმოქმედოთ ზარალის მინიმუმადე შემცირებამდე, რამდენად პროაქტიული უნდა იყოს ჩვენი მოქმედებები.


სტუმარი: ლექსო ალექსიშვილი - საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის გენერალური დირექტორი