მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნების" მთავრობამ რუსეთში ტურიზმის მარკეტინგზე 13 მლნ დახარჯა

BM.GE
13.07.19 00:08
1234
რუსეთის ავიასანქციის შემდეგ მთავარი კითხვა მაინც რჩება ის, თუ რამ გამოიწვია ის ფაქტი, რომ საქართველო ძალიან დამოკიდებული გახდა რუს ტურისტებზე. შემოსავლის მხრივ თუ შევადარებთ, რუსი ტურისტებისგან მეტი ფული შემოდის საქართველოში, ვიდრე რუსეთში საქონლის ექსპორტისგან. 

ცალსახაა, რომ ეს დამოკიდებულება ქართული ოცნების ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. 2011 წელს რუსი ტურისტების წილი მთლიან ტურიზმში 7.1% იყო, სულ 220 ათასი ადამიანი შემოვიდა. 2018 წელს 1.4 მლნ ადამიანი შემოვიდა,  წილი კი 16.2%-მდე გაიზარდა. 2019 წლის პირველ ხუთ თვეში რუსეთიდან ტურიზმი 31%-ით გაიზარდა და წილმა მთლიან ტურიზმში 18.1%-ს მიაღწია.


ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ერთხელ უკვე თქვა, რომ რუსი ტურისტების ქვეყანაში ზრდა ქართული ოცნების მიზანმიმართული პოლიტიკა არასდროს ყოფილა, თუმცა როცა გიორგი ჩოგოვაძე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო, პირდაპირ ამბობდა, რომ რუსი ტურისტები იმ ტურისტებს შორის იყვნენ, ვინც საქართველოში 24 საათს და მეტს რჩებოდნენ და რადგან ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობდა, ამიტომ მარკეტინგის გააქტიურებით უნდა მომხდარიყო მათი მოზიდვა საქართველოში.