მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნენსკრა ჰიდრო" სვანეთში საინფორმაციო კამპანიას იწყებს

BM.GE
16.07.19 10:02
746
„ნენსკრა ჰიდრო“ სვანეთში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო კამპანიას იწყებს. მის ფარგლებში 3 თვის განმავლობაში, ივლისიდან ოქტომბრამდე ტელევიზიებთან და ონლაინ-მედიასაშუალებებთან თანამშრომლობით მომზადდება სვანეთის შესახებ სიუჟეტები, სტატიები და სხვა, დაგეგმილია ასევე აქტივობა სოციალურ ქსელში. 2017 წლიდან დღემდე „ნენკსრა ჰიდრომ“ სოციალურ პროექტებზე 500 000 აშშ დოლარამდე დახარჯა.". ამჟამად ორივე ხეობაში საოჯახო ტიპის 20-მდე სასტუმრო მუშაობს, სადაც ძირითადად ჰესის პროექტში დასაქმებული ადამიანები ცხოვრობენ. იქიდან გამომდინარე, რომ შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია ამ ზაფხულს აქტუალური გახდა, გადავწყვიტეთ, მასში ჩვენი წვლილი შეგვეტანა და ვინაიდან ჩვენი პროექტი სვანეთში ხორციელდება, სწორედ ამ ულამაზესი კუთხისადმი მიგვეძღვნა ჩვენი საინფორმაციო კამპანია“, - განაცხადა სს „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორმა თეიმურაზ კოპაძემ. მისი თქმით, რამდენიმე წელიწადში, განხორციელებული პროექტის მეშვეობით შიდა ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება, ადგილობრივი მცირე ბიზნესი განვითარდება და შეიქმნება სხვადასხვა მიმზიდველი ტურისტული ატრაქცია, სიტუაცია შეიცვლება.