15.აპრილი.2019 23:38
საქმის კურსი

„ნენსკრა ჰიდრო“ ჭუბერში კულტურის სახლისა და სპორტკომპლექსის რეაბილიტაციას განახორციელებს

ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანია, „ნენსკრა ჰიდრო“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში კულტურის სახლისა და სპორტკომპლექსის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. კომპანიამ აღნიშნული პროექტის შესრულებაზე ტენდერი გამოაცხადა. საპროექტო ტერიტორია 1100 კვადრატულ მეტრს შეადგენს. „ნენსკრა ჰიდრო“ პროექტირების, მშენებლობისა და აღჭურვილობის ხარჯებს სრულად დაფარავს. სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, კომპანია 2017 წლიდან ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მთელ რიგ სოციალურ პროექტებს ახორციელებს, რომლებიც რეგიონის მდგრად განვითარებაზეა მიმართული. სოციალური პროექტები ძირითადად პროფესიული განათლების, მცირე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის სფეროებში ხორციელდება.