12.ივნისი .2019 14:46

მთავრობა ანაკლიის კონსორციუმს დამატებით 6 თვეს აძლევს

319
უკან

კიდევ ერთი შანსი ანაკლიის კონსორციუმს მთავრობისგან - რამდენიმე საათის წინ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ აღებული ფინანსური ვალდებულებების ვადის გაგრძელებაზე მედიასთან კომენტარი გააკეთა. როგორც მინისტრისგან გახდა ცნობილი, მთავრობა კონსორციუმის თხოვნითვე ვადას კიდევ 6 თვით ახანგრძლივებს.