მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მშენებლობებზე შრომის უსაფრთხობას ინტეგრირებული ჯგუფები შეამოწმებენ

BM.GE
14.06.19 00:22
876
ივლისიდან მშენებლობებზე შრომის უსაფრთხობას ინტეგირებული ჯგუფები შეამოწმებენ, რომლებიც დაკომპლექტებული იქნება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, შრომის ინსპექციისა და ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლებისგან. ეს ინფორმაციაც, თბილისის მერისა და კერძო სექტორის შეხვედრაზე გაჟღერდა. უწყებების წარმომადგენლებმა დღეს სამშენებლო კომპანიებისა და დეველოპერების წარმომადგენლებთან შრომის უსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს. როგორც ცნობილია სამშენებლო უსაფრთხოების დაცვა სექტემბრიდან ყველა ტიპის კომპანიას მოეთხოვება.