მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომერციული ბანკების შესახებ კანონში ცვლილებების შეფასება

BM.GE
20.06.19 11:10
1244
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, რომელიც პარლამენტს მტავრობის მხრიდან უკვე წარედგინა, ცვლილება მოქმედი კანონმდებლობის ერთდროულად რამდენიმე მუხლს შეეხება. ცვლილების მიზანი როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული ფინანსური სექტორის კომპლექსურობისა და საფინანსო ინსტიტუტების ურთიერთდამოკიდებულების ზრდასთან ერთად ეფექტური სამართლებრივი ჩარჩოს შექმნაა, რომელიც კრიზისულ სიტუაციებშ საფინანსო სექტორის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.


შესაძლებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეროვნულ ბანკს მიეცეს დამატებითი შესაძლებლობა ჩაერიოს კომერციული ბანკების საქმიანობაში PMCG”, ეკონომისტმა სოციალური ქსელით საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკა და საფრთხეები დაინახა. მიხეილ კუკავა ფიქრობს, რომ დაგეგმილი ცვლილებით, როდესაც რომელიმე რეგულაციასთან, მითითებასთან შეუსაბამობას აღმოაჩენს, შეუძლია დაიწყოს ადრეული ინტერვენციის ზომების განხორციელება, მაგ., მოითხოვოს ცვლილებების შეტანა კომერციული ბანკის ბიზნეს სტრატეგიაში, მფლობელობის ან ორგანიზაციულ სტრუქტურაში და ა.შ, რაც არის ძალიან ფართო დისკრეციაა და შეიცავს ეკონომიკური თავისუფლების აქამდე უპრეცედენტო შეზღუდვის რისკებს.

სოციალური ქსელითვე გამოეხმაურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. კობა გვენეტაძემ საკმაოდ ვრცლად განმარტა თემასტან დაკავშირებული მიმართულებები, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ ფორმატი სრულად კომპლექსული საკითხის განხილვის შესაძლებლობას არ იძლეოდა.


სტუმარი: მიხეილ კუკავა - “PMCG”, ეკონომისტი