მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახეთის რეგიონში ხუთი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყება

BM.GE
24.04.19 09:18
574
მიმდინარე წელს კახეთის რეგიონში ხუთი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. სკოლა აშენდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახსა და კალაურში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში. დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი 19 აპრილს გამოცხადდა და 13 მაისს დასრულდება.

https://www.speqtri.ge/akhali-ambebi/article/30610-kakhethshi-tsels-khuthi-skolis-mshenebloba-daitsyeba