15.აპრილი.2019 23:41
საქმის კურსი

კანონპროექტები ელექტროენერგეტიკაში - ბიზნესის შეფასება და იდეები

როგორ აპირებს მთავრობა ენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვას? შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფონზე, ეკონომიკის სამინისტრომ კერძო სექტორთან განახლებადი წყაროებიდან ენერგიების წარმოების წახალისების შესახებ ახალი კანონპროექტის განხილვა დაიწყო. პირველ შეხვედრაზე მხარეებმა მოსაზრებები წარმოადგინეს, ვის როგორ წარმოუდგენია ახალი ელექტროსადგურების მშენებლობის წახალისება?