მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Factcheck- გაიზარდა თუ შემცირდა ადმინისტრაციული ხარჯები

BM.GE
29.03.19 11:37
2894
ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში დებატებისას პარლამენტის წევრებმა გიორგი ვოლსკიმ და ნიკა მელიამ ადმინისტრაციულ ხარჯებზე ისაუბრეს და ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მონაცემები დაასახელეს. ვოლსკის განცხადებით, „2012 წელთან შედარებით მინისტრების ხელფასები მნიშვნელოვანად არის შემცირებული, ასევე მშპ-სთან მიმართებით შემცირებულია მთლიანი ადმინისტრაციული ხარჯები“.

აღნიშნული განცხადების საპასუხოდ კი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „685 მლნ ლარით გაქვთ ადმინისტრაციული ხარჯი გაზრდილი, რაც ხელისუფლებაში მოხვედით. წინა ხელისუფლების დროს შტატების რაოდენობა 101 ათასი იყო და 2018 წელს 116 ათასია“. განცხადეების სიზუსტე Factcheck-მა გადაამოწმა და სუფუძვლიანი ანალიზიც წარმოადგინა.

სტუმარი: ეგნატე შამუგია -factcheck-ის ანალიტიკოსი