მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსკლუზიური შემფასებელი - ქობულია VS სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო

BM.GE
18.05.19 01:02
1139
ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ბიურო 2 დღის წინ პარლამენტში ანგარიშით წარდგენისას გააკრიტიკა და განმარტა, რომ ბიუროს ექსკლუზივი უნდა დასრულდეს, რადგან ხშირ შემთხვევაში გაურკვეველია, რის საფუძველზე და როგორ ხდება შეფასების გაკეთება.

გიორგი ქობულიას თქმით, ქონების შეფასების სისტემა უნდა გადაიხედოს და დამატებითი კომერციული შემფასებლის აკრედიტაცია უნდა დაიწყოს.

„მე ვთვლი, რომ უნდა მოხდეს ქონების შეფასების სისტემის გადახედვა და სავარაუდოდ, ე.წ. სამხარაულის ექსკლუზივი უნდა მოიხსნას. ასევე, დამატებითი კომერციული შემფასებლის აკრედიტაცია უნდა მოხდეს. დღესდღეობით, მხოლოდ ერთი რაღაც ორგანიზაცია აკეთებს შეფასებას და ძალიან ხშირად გაურკვეველია, რის საფუძველზე და რანაირად ხდება შეფასება. ხშირადაა ის დიდი გაუგებრობის და კამათის საგანი“ - ეს თქვა უკვე ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა 15 მაისს პარლამენტში.