მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის უძრავი ქონება: შეფასებები და პერსპექტივები

BM.GE
15.07.19 12:52
826
ბათუმში,უძრავი ქონების 36 %-ს სტაბილურად უცხოელები ყიდულობენ, თუკი გაყიდულ საცხოვრებლებს შორის უცხოელების წილი 2015 წელს მხოლოდ 14% იყო, 2018 წელს ესმაჩვენებელი 36%-მდე გაიზარდა.ჯამში გასულ წელს ბათუმში 12,303 ბინა გაიყიდა 665,000 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით. ტრანზაქციების ყველაზე მაღალი აქტივობა კი სანაპირო ზოლთან ახლოს დაფიქსირდა. თუმცა,გაყიდვები არც პერიფერიულ უბნებშია დაბალი.

თიბისის ანალიტიკოსების პროგნოზით, ბათუმში ტურიზმის 4%-იანი ზრდაა მოსალოდნელია გარე სტრესული ფაქტორის მიუხედავად,და 2025 წლისთვის საერთაშორისო ტურიზმის ჭრილში უძრავი ქონების გაქირავების ბაზრის ზრდა 1.5 მილიარდ ლარს გადააჭარბებს,რაც ცალსახად ქმნის დამატებითი საცხოვრებლების საჭიროებასაც.


სტუმრები: გოგა თხელიძე - თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე;
გიორგი არველაძე - თიბისი კაპიტალის საბროკერო და კვლევების მიმართულების უფროსი