მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის აეროპორტის გაფართოება ამ წლის ოქტომბერში დაიწყება

BM.GE
20.06.19 09:55
958
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოვება მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება და 2020 წლის მაისში დასრულდება. ტავ ჯორჯიას გენერალური დირექტორის მოადგილის, თეა ზაქარაძის განცხადებით, ეს პროექტი შეთანხმებულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან და ეკონომიკის სამინისტროსთან და არის მათი მხრიდან თანხმობაც. არსებული პროექტის თანახმად, გაფართოვება იგეგმება, როგორც მოფრენის ასევე გაფრენის მხარეს, დიდდება დარბაზები და ემატება ახალი სივრცეები. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ იზრდება ბარგის შემოწმების სივრცე და ემატება ახალი ბარგის ბილიკი. ხოლო რაც შეეხება ახალი აეროპორტის მშენებლობას, რომელიც დაანონსდა, როგორც აჭარის მთავრობის, ასევე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ, ეს გამიჯნულია ტავ ჯორჯიასგან.