15.მაისი.2019 12:32
საქმიანი დილა

ბარგის შენახვა თვითმომსახურებით

მოგზაურობის დროს და უფრო ხშირად მოგზაურობის ბოლო დღეს უკან დაბრუნებამდე და აეროპორტამდე დარჩენილი საათები თუ ერთ ადგილზე კაფეში, სკვერში ან ნებისმიერ სხვა მყუდრო ადგილზე ჯდომისთვის თუ გენანებათ ხოლმე და არ იცით სასტუმროდან გამობარგებულებმა ჩემოდნები სად წაიღოთ, ჩვენი შემდეგი სტუმრისგან შემოთავაზებული სერვისის მნიშვნელობას ყველაზე უკეთ მიხვდებით. საჭიროებით კი თბილისში ჩვენზე მეტად Smart Case-ის მომსხურება ტურისტებს გამოადგებათ.

Smart Case - ეს არის 24 საათის განმავლობაში კვირაში 7 დღე ფუნქციონირებადი თვითმომსახურების შემახველი საკანი , რომელიც ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე მდებარეობს. თვითმოსახურების აპარატი 60 სათავსოსგან შედგება და მისი ადგილმდებარეობა განსაკუთრებით კომფორტულია. როგორ მუშაობს სერვისი?

სტუმარი: გიორგი მაჭარაშვილი - "Smart Case", დამფუძნებელი