მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ტურისტული აპლიკაცია - Expago

BM.GE
20.06.19 10:11
939
უცხო ადგილებში მოგზაურობის გამოცდილების მქონე მაყურებელი აუცილებლად დამეთანხმება როცა ვიტყვით რომ გარემოსა და გეოგრაფიაში გასარკვევად ყველაზე კარგი დამხმარე ადგილობრივი და კეთილგანწყობილი უცნობები ხდებიან ხოლმე. წარმოიდგინეთ რომ ასეთ გარემოში მოხვედრა გამართლებაზე კი არა აპლიკაციაზეა დამოკიდებული და ეს სრულიად რეალურია. ტურისტულ ბაზარზე ახალი ქართული მობილური აპლიკაცია გამოჩნდა, რომელიც მოგზაურებს ადგილობრივებთან აკავშირებს. Expago არის პლატფორმა, რომელიც მოგზაურებს აძლევს საშუალებას, ადგილობრივი ექსპერტებისგან უნიკალური, ავთენტური გამოცდილება მიიღონ. გარდა მოგზაურებისა ეს შესაძლებლობა საინტერესო დახმარების მსურველი ადგილობრივებისთვისაც უნდა იყოს.


სტუმარი: გური ქოიავა - "თბილისის სტარტაპ ბიურო", აღმასრულებელი დირექტორი და Expago-ს რეგიონალური დირექტორი