14.ივნისი .2019 18:29

#ანალიტიკასექკლუზივი - ეიპიემ ტერმინალსის და ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მიმოწერა

1059
უკან

ქონების სააგენტოდან ანალიტიკამ დოკუმენტაცია გამოითხოვა, რომელიც სააგენტოსა და ეიპიემ ტერმინალსს შორის შედგა ღრმაწყლოვანის სტატუსით ფოთის პორტის გაფართოების თემასთან დაკავშირებით. როგორც ირკვევა, ეიპიემ ტერმინალსმა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს პირველად ამ თემაზე შარშან 24 ოქტომბერს მიმართა და ამ მიმართვაში უკვე ფიგურირებდა ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური თანამედროვე ნავსადგურის მშენებლობა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე 2017 წლის პირველ დეკემბერს კლაუს ლოურსენმა ანალიტიკასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის საჭიროება საერთოდ არ იდგა და ამ აზრს მთლიანად ინდუსტრია იზიარებდა. მის ამ პასუხს მამუკა ხაზარაძის საკმაოდ მწვავე გამოხმაურება მოჰყვა ისევ ანალიტიკის ეთერში. ამის შემდეგ კი ფოთის პორტმა განაცხადა, რომ თავად აპირებდა ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას. ამ პერიოდის განმავლობაში ფოთის პორტი ცალკე და ანაკლიის პორტი ცალკე და ერთად მწვავე განხილვების ობიექტი იყო.