11.სექტემბერი .2019 23:54

აჭარის მთავრობის საინვესტიციო გეგმები 2020 წლისთვის

119
უკან

მიმდინარე და 2020 წლის განმავლობაში აჭარაში ექვსი ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, წლის ბოლომდე კი, რეგიონში საინვესტიციო პაკეტის მოცულობა სამ მილიარდ ლარს მიაღწევს,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავჯდომარემ გასული თვის მიწურულს განაცხადა. რა არის ის უმთავრესი საინვესტიციო პროექტები, რომელიც აჭარაში ამ ეტაპზე მიმდინარეობს და რა პროექტების განხორციელება იგეგმება ამის შესახებ BMG-სთან თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა.