მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე მდიდრები მსოფლიოში

BM.GE
27.05.19 12:31
1743
უკვე მეორე წელია პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტულს Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი იკავებს, თუმცა კითხვაზე „ვინ იყო პლანეტის ისტორიაში ყველაზე მდიდარი“, - ეკონომისტები განსხვავებულად პასუხობენ. ასე მაგალითად, Forbes გათვლით, 1999 წელს ბილ გეითსი უფრო მდიდარი იყო 100 მილიარდი დოლარის ქონებით, ვიდრე დღეს ჯეფ ბეზოსია თითქმის ანალოგიური მოცულობის თანხით. კერძოდ, თუკი ინფლაციას გავითვალისწინებთ, გასული საუკუნის ბოლოს არსებული 100 მილიარდი დოლარი, დღევანდელ კურსზე დაახლოებით 150 მილიარდი დოლარი გამოდის.


სრულიად განსხვავებულ მონაცემებს გვთავაზობს ეკონომისტი სამუელ ვილიამსონი, რომელიც პორტალს measuringworth ხელმძღვანელობს. მან პლანეტის ყველა დროის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიის შესადგენად, უმდიდრესი ადამიანების ქონება იმ დროისთვის მათი ქვეყნის ეკონომიკის მოცულობას შეადარა და ბლუმბერგზეც გამოაქვეყნა.