მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"World Bank" განათლების სექტორს დააფინანსებს

BM.GE
19.06.19 11:57
1058
მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებას 90 მილიონი ევროს ოდენობით „ინოვაციების, ინკლუზიური განათლების და ხარისხის" პროექტის განსახორციელებლად. პროექტი ხელს შეუწყობს ადამიანური კაპიტალის განვითარებას სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ხარისხიანი განათლების და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის გზით. მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ეს სესხი საქართველოსთვის 2019 წლის 29 მაისს დაამტკიცა.