მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წინანდლის ახალი სიცოცხლე

BM.GE
25.06.19 11:17
660
წინანდლის მამული სექტემბერში, კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისოდ აღიარებული მუსიკოსები წარდგებიან მაყურებლის წინაში და ასევე მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდებზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო აქტივობებში. ფესტივალი 2019 წლის 8 სექტემბერს დაიწყება და გაიმართება ყოველწლიურად, რაც იმას ნიშნავს, რომ წინანდალი ახალ სიცოცხლეს იწყებს, რომლის მეშვეობითაც, მსოფლიო კიდევ ერთხელ გაიგებს ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ფოლკლორის შესახებ. ფესტივალამდე სულ ცოტა დრო რჩება, ალექსანდრე ჭავჭავაძის დაწყებული საქმე კი აქ წლებია გრძელდება და მუზეუმი სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებს ხშირად მასპინძლობს. მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში. ამ სიმბოლური დასახელების მქონე ფრანგი მხატვერის გამოფენა მოეწყო ჭავჭავაძეების მუზეუმში.

რა ეტაპზეა წინასაფესტივალო სამზადისი დღეს და რა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. როგორ უზრუნველყოფს ისტორიული წინანდალი მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში.

სტუმრები: გიორგი მარრი - "სილქ როუდ ჯგუფი", უძრავის ქონების პროექტების მენეჯერი.
დავით საყვარელიძე - "წინანდლის ფესტივალი", გენერალური დირექტორი